სანქციები ივანიშვილისთვის და უვიზო რეჟიმის გადახედვა | ევროპარლამენტის რეზოლუცია და მწვავე გზავნილები "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

რეალური საფრთხე უვიზო მიმოსვლისთვის - ევროპელი დეპუტატების სიტყვიერი გაფრთხილება უკვე პოლიტიკურ რეკომენდაციად იქცა. საგანგებო რეზოლუციაში, რომელსაც დღეს უყარეს კენჭი, ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა დაკარგონ უვიზო მიმოსვლა თუ ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს - ეს არის კონკრეტული მუქარა, რომლის აღსრულება ევროკომისიას დაეკისრება. 

ევროპულ რეზოლუციაში, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების უკიდურესი შეშფოთების მიზეზი გახდა, ქართული პოლიტიკის ორი მთავარი აქტორიც მოხვდა - სტრასბურგში ივანიშვილის სანქცირება და სააკაშვილის სამკურნალოდ გათავისუფლება მოითხოვეს. საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ რუსული კანონი მომავალ ურთიერთობებსაც ბლოკავს და შეუძლებელს ხდის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი