საქართველო უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე | დასავლეთის გაფრთხილებები "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ევროპული პოლიტიკის ცენტრი ახლა თბილისია - დასავლელი პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ქართველი 
ხალხის ბრძოლა დასავლური ღირებულებებისთვის უპრეცედენტოა და განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკა და რუსული კანონი ევროპულ დედაქალაქებში პოლიტიკოსების გაოგნებას იწვევს. ევროპარლამენტის გარდა ევროპული ქვეყნების პარლამენტებში ერთმანეთის მიყოლებით კეთდება განცხადებები, რომლებიც დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში იმ კანონების მიღებას, რომლებიც კრემლის რეჟიმის ლიდერების მედვედევის, ლავროვი და პესკოვის მოწონებით სარგებლობს. ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ინდივიდუალურ სანქციებზე "ქართული ოცნების" იმ წევრების მიმართ, რომლებიც ევროინტეგრაციას ბლოკავენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი