იტალიაში, ბინის გაქურდვის ფაქტზე 23 წლის ქართველი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში კარაბინერებმა 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, დაკეტილ ბინაში, ორი ადამიანი შევიდა. იქ დაყენებული განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ კი, ბინის მეპატრონის შვილმა ვიდეოსათვალთვალო კამერებში ნახა ორი პირი, რომლებსაც სახლიდან მოპარული ნივთები, მათ შორის საათები და ძვირფასეულობა, ჩანთებით გაჰქონდათ. ის ადგილზე მალევე მივიდა, რასაც ქურდობაში ეჭვმიტანილებთან ჩხუბი მოჰყვა. ერთ-ერთმა კი ამ დროს გაქცევა მოახერხა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველის დაკავება შეძლეს და რომის რებიბიას ციხეში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მისი თანამზრახველის ძებნა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი