ქუთაისში, კორონავირუსი "ვენდის"-ის თანამშრომელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელს ტესტირება გუშინ, 9 სექტემბერს ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 

ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარეს და ისინი თვითიზოლაციაში არიან. არსებული ინფორმაციით, "ვენდისში" 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, კორონავირუსი 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. 

კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის თანამშრომელსაც

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1830;
  • გამოჯანმრთელებულია - 1334;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი