ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ადამიანებზე ზრუნვა "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა". ამის შესახებ მან პარტიის პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა. 

დღესვე ივანიშვილმა, რომელსაც მუდმივად შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ, თქვა: "მარტივია, როდესაც შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე. არაფერზე პასუხისმგებლობა გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს".

ივანიშვილმა კორონასთან გამკლავებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხალხი კარგად ხედავს, როგორ მუშაობს "ოცნება".

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის, დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე. ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რის შესაძლებლობასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა, - თქვა ოლიგარქმა. 

იმის მიუხედავად, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გასული წლიდან არ წყდება, ივანიშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ მათ მხარდაჭერას უცხადებენ მეგობარი ქვეყნები: 

"ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენ სწორ და თანმიმდვრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც დარმწუნებული ვართ, კვლავ უპირობო გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აიღო სტარტი".
 

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნების" პროროპოციული სიის პირველი 20-ეული დასახელდა, სადაც თავად ივანიშვილი სიაში არ არის, თუმცა, მაგალითად, პრემიერი გახარია - კვლავ პრემიერობის კანდიდატია, პარლამენტის თავმჯდომარე - კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

სიაშია ასევე მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მასთან ერთად სიის 20-ეულში მოხვდა გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. 

 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი