"ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ოცეული ცნობილია - ივანიშვილი სიაში არაა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა. 

სია ასეთია: 

  1. გიორგი გახარია - პრემიერმინისტრი (კვლავ პრემიერობის კანდიდატი);
  2. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარე; 
  3. ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე;
  4. თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი;
  5. მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
  6. კახა კუჭავა - "ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
  7. გიორგი კახიანი -  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან;
  8. მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
  9. მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
  10. მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე; გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  11. მიხეილ დაუშვილი - ბიზნესომბუდსმენი;
  12. გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი;
  13. ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი;
  14. მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილე;
  15. შალვა პაპუაშვილი - იურისტი;
  16. დავით კაჭარავა - საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 
  18. გიორგი ხელაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  19. მარიამ ლაშხი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;
  20. ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი. 

გიორგი გახარიას მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად, კვლავ მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დასახელდა. 

"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი