დეპოლიტიზებული პოლიცია და სამართლიანი სასამართლო - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატის მთავარი გზავნილი ამომრჩევლისათვის. 2020 წლის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს, პოლიციისა და პროკურატურის ძირეული რეფორმის ინიციატივით გამოდის. კერძოდ, პოლიცია უნდა გამოეყოს შსს-ს და მისი ხელმძღვანელი უნდა შეარჩიოს პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. პროკურატურა უნდა გაიყოს ორად და მისი ხელმძღვანელობა ასევე სამოქალაქო სექტორის წარდგინებით უნდა შეირჩეს. როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის ხელმძღვანელი პირების დასამტკიცებლად საჭირო იქნება ოპოზიციის სულ მცირე ერთი მესამედის მხარდაჭერა.
მართლმსაჯულების სისტემის მაშტაბური რეფორმის დაპირება ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მთავარ წინასაარჩევნო გზავნილად აღიქვა იმ პრეზიდენტისგან, რომლის მმართველობის ყველაზე სუსტ წერტილად ოპონენტები სწორედ სასამართლო სისტემას ასახელებდნენ. სამოქალაქო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ დროა ოპზოცამ ერთიან და რელაისტრუი გეგმები წარმოაგდინოს - როგორი ესახებათ მათ რეფორმები მაღტმსაჯულების სისტემაში და ძალოვან წუყებებში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებში უკვე ოფიციალურად დასახელებულია
პრემიერმინისტრობის კანდიდატად. ის ენმ"-მ და "ძალა ერთობაშიამ" წარადგინეს.