პარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

გამოქვეყნდა:

პარლამენტი მეორე მოსმენით რუსულ კანონს დღეს განიხილავს. უცნობია, დღესვე უყრიან თუ არა მას კენჭს. თუმცა, სესია კვლავ საზოგადოების პროტესტის ფონზე წარიმართება, რადგან პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქციაა ჩანიშნული - 12:00 და 19:00 საათზე. მათ მსვლელობით შეუერთდებიან თსუ-სა და ილიაუნის სტუდენტებიც.

პარლამენტში კვლავ უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს და ონლაინმედიის წარმომადგენლებს იქ მუშაობის საშუალება ისევ არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. დარბაზში მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები იყვნენ დარჩენილნი, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევა. მათმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ანრი ოხანაშვილი მათ კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონებს უთიშავდა. მიზეზად ის რეგლამენტის "დარღვევას" ასახელებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი