სამხარაძე იმ ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც "ოცნება" "გაუმჭვირვალობაში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარი სხვა საკითხებთან ერთად, რუსულ კანონსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

ცნობისთვის, ეს ის ფონდია, რომელიც "ოცნების" წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადანაშაულეს "გაუმჭვირვალობაში." უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 27 აპრილს ანტიდასავლური განაცხადა გააკეთა და NED-ი "რადიკალურ ჯგუფების" ფარულად დაფინანსებაში დაადანაშაულა. მსგავსი დეზინფორმაციული განცხადებებით ცდილობს "ოცნება" რუსული კანონის გამართლებას.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი