სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, "ოცნება" ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და საქართველო მიჰყავს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ | ლექსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება, სადაც გასულ ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს.

ის X-ზე აზიარებს ნაცემი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფოტოს და წერს:

"აღშფოთებული ვარ, თბილისში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით. ეს არ არის სამართალდამცავი ორგანო. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და მიუძღვება საქართველოს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.."

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი