დააწესეთ სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, არ არის შესაფერისი მომენტი საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად | კრამონი EU-ს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დარბევას სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტით ეხმაურება.

კრამონი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ხერტ იან კოოპმანს (ევროკომისიის გენერალური დირექტორი  სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში), რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, მოუწოდებს:

"გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის ცემა. აღარ უნდა იყოს ძალადობა და სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი. ახლა არ არის ლამაზი პროექტებისა და ფოტოსურათების გადაღების დრო ქართველ ოფიციალურ პირებთან," - წერს კრამონი X-ზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ოლიგარქ ბიძნა ივანიშვილს სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუწესოს:

"არ იფიქროთ, რომ ეს არის შესაფერისი მომენტი საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად. ევროკავშირმა უმჯობესია შეწყვიტოს სახსრები აღმასრულებელი დონისთვის და რაც შეიძლება მალე დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი ელის და რასაც იმსახურებს."

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი