"საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, კონკრეტულ პასუხებზე დაიწყონ ფიქრი. ერთი შეიძლება იყოს ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა პარლამენტის ნებისმიერ წევრისთვის, რომელიც ხმას აძლევს უცხოელი აგენტების კანონს."
წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი X-ზე და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ვიდეოს აზიარებს, სადაც გასულ ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი...