"არა რუსულ კანონს","არა რუსულ ოცნებას" - ამ მოთხოვნით ემიგრანტებმა აქცია გამართეს ისრაელშიც. თელ-ავივში მოქალაქეები  საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ და "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდეს უკან გაიწვიოს კანონი, შეწყვიტოს მოქალაქეებზე ძალადობა.

"მთავარი მოთხოვნა არის საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ გაიწვიოს ეს კანონი და შეწყდეს ბრძოლა ქართველი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ უცხოეთში და სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტული ქართველები მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოსთვის", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რუსული კანონის წინააღმდეგ ემიგრანტებმა აქციები გამართეს ბრიტანეთსა და აშშ-შიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი