ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიას წინასაარჩევნოდ იყენებს - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

ინფიცირებულთა მატების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ წარმოადგენს საფრთხეს სწავლის ჩვეულ რეჟიმში განახლება ან ხალხმრავალი წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების  ხელისუფლება კოვიდინფექციას წინასაარჩევნოდ იყენებს და შეზღუდვებს მაშინ აამოქმედებს, როდესაც ეს პოლიტკურად დასჭირდება.

ქართული ოცნების ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიას უკვე იყენებს წინასაარჩევნოდ. ეპიდემიის მოტივით ხდება პრაქტიკულად მოსახლეობის მოსყიდვა და მათთვის სასურსათო კალათების დარიგება, სხვადასხვა დახმარებების გაცემა, რაც ბუნებრივია შეფასდება, როგორც წინასაარჩევნო მოსყიდვა - თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი, დავით ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ რეგულაციების ზედმეტმა სიმკაცრემ საზოგადოებაში მიუღებლობა გააჩინა და მოსპო შესაძლებლობა, რომ ეპიდემია მთავრობამ ეფექტურად მართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი