"გამოვიძახეთ პოლიცია, ამ დრომდე არავინ მოსულა და ჩვენით მივდივართ, რომ შევავსოთ საჩივარი" | აქციის მონაწილეებზე თავდასხმის თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

თბილისში, სასტუმრო King David-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების თვითმხილველები ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში მიდიან. როგორც ისინი "მთავარ არხთან" ამბობენ, აქციის მონაწილეებზე თავდასხმის შემდეგ, პოლიციაში დარეკეს, თუმცა, მათგან რეაგირება არ ყოფილა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

"გამოვიძახეთ პოლიცია, ამ დრომდე არავინ მოსულა და ჩვენით მივდივართ, რომ შევავსოთ საჩივარი", - ამბობს აქციის მონაწილეებზე თავდასხმის თვითმხილველი.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი