რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წყდება - საპროტესტო აქცია ამჯერად კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა გამართეს.

ქართველი ემიგრანტები სოლიდარობას უცხადებენ აქციის მონაწილეებს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, რომ რუსული კანონი გაიწვიოს.

"ძალიან სამწუხაროა დღეს რაც ხდება საქართველოში და რასაც აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არის, ჩემი აზრით ყველაზე კორუმპირებული, გარყვნილი და არაკომპეტენტური ხელისუფლება...ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარში დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის, რომელიც მათ დაიმსახურებს. ჩვენ, ემიგრანტები კანადიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ მხარში დავუდგეთ და ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ. სულით და გულით იქ ვართ, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა აშშ-ის ქალაქ ბრუკლინსა და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონშიც. აქციები იმართება ბერლინში, თელ-ავივში, ბრიუსელში და სხვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი