
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი რეანიმაციის ბლოკში მუშაობდა და შეხება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან ჰქონდა. ამ დროისთვის 15 მედიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ფაქტს საავადმყოფოში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარზე პრესსრელიზს მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. დღეს დადასტურებულ შემთხვევებს შორის 24 ქუთაისიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.