სპორტი კორუფციის გარეშე - "ლელო" ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების გადადებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წარმომადგენლები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად "ქართული ოცნების" დეპუტატისა და კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელახლა არჩევას ეწინააღმდეგებიან. ყრილობა, სადაც პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, 1 საათში დაიწყება.

"ლელოს" წევრები ხაბელოვს კორუფციაში ადანაშაულებენ და ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების გადადებას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად, პარტიის წევრი საბა ბუაძე სასტუმრო "სტამბასთან" აქციას მართავს.

დღეს აქ ყრილობა მიმდინარეობს უსამართლოდ, წესების გვერდის ავლით. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება ეს ყველაფერი: ეს არის ლერი ხაბელოვისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში. ზუსტად ამიტომ, მოტყუებით გადმოიტანეს ყრილობა საპარლამენტო არჩევნებამდე იმისათვის, რომ ლერი ხაბელოვმა შეინარჩუნოს ნავსაყუდელი ოლიმპიურ კომიტეტში, - ამბობს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურას სპორტსმენებიც აპროტესტებენ. მათი შეფასებით, არჩევნები დისკრიმინაციული და თაღლითურია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი