"მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ჩემი შვილია... ძალიან ცუდად დაუმთავრდება პირადად ხარებას, რომელიც კარგად მიცნობს" | ვანო ნადირაძე

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ ჩემი შვილია... ძალიან ცუდად დაუმთავრდება პირადად ხარებას, რომელიც კარგად მიცნობს", - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ვანო ნადირაძემ "მთავარ არხთან" თქვა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მის შვილს, გელა ნადირაძეს, პირველ მაისს, აქციაზე მისვლამდე, "ხარებას" დაჯგუფების წევრებმა სცემეს. 

"პროტესტისთვის ადგილზე რომ ეცემათ, სხვისი შვილები სცემეს. უბრალოდ მხოლოდ იმის გამო რომ სცემეს თან ესე სასტიკად, რომ ჩემი შვილი იყო, ესე გამწარებისთვის. არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ, თვითონ, პირადად უშუალოდ ხარებას, რომელიც კარგად მიცნობს. არის გაბრაზებული ერი და მათ შორის მეც ვარ ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ვარ კიდევ გამწარებული მშობელი, გამწარებული მამა. მამა, რომელსაც გააჩნია რესურსიც, საშუალებაც და ძალაც, თუნდაც შორიდან, რომ დასაჯოს სათანადოდ ვიმეორებ სათანადოდ კანონ გარეშე, არა კანონით. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ლამაზ თაობას, ახალ თაობას სწორი გზა აქვს არჩეული ბრძოლისთვის, მე არ მინდა ახლა რაიმე ქმედებით ხელი შევუშალო, რომ ჩირქი მოსცხონ ამ რუსმა "კგბშნიკებმა" და რაღაცა შავი პიარი აუგორონ. ამიტომ დაველოდები იმ მომენტს, რომ ჩვენმა თაობამ სწორი გზით რითაც მიდის და ვიცი რომ გაიმარჯვებს, დაველოდები იმ მომენტს, როცა ჩემი დრო დაგდება. პლასტიკური ოპერაციაც რომ გაიკეთოს, ჩრდ. კორეაშიც რომ გადაიმალოს იქაც ვიპოვი," - ამბობს ნადირაძე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი