CNN: საქართველო შეძრა აქციებმა მაშინ, როდესაც მთავრობა პუტინის სტილში "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

"საქართველო შეძრა აქციებმა მაშინ, როდესაც მთავრობა პუტინის სტილში "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას ცდილობს" - ამ სათაურით საერთაშორისო მედია CNN-ი საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას, რომელიც კრიტიკოსების თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, განსხვავებული აზრის აღმოსაფხვრელად შემოღებული კანონპროექტის მსგავსია და აღნიშნავს, რომ კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ერთი წლის წინაც იყო დღის წესრიგში. მაგრამ მაშინ "ოცნებას" კანონპროექტის უკან გაწვევა ერთკვირიანი მწვავე პროტესტის ფონზე მოუწია, სადაც მოქალაქეები "წყლის ჭავლზე ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ."

CNN-ის ცნობით, აქციებზე პოლიციამ განსაკუთრებული სისასტიკე სამშაბათს ღამით გამოიჩინა, როდესაც ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა CNN-ს განუცხადა, რომ ის ინტერვიუს აძლევდა პარლამენტს გარეთ, როცა დაინახა, რომ ახალგაზრდა კაცს პოლიცია აკავებდა და მისი დახმარება სცადა.

"იმ მომენტში დამიჭირეს, შემათრიეს და თავს დამესხნენ... ისინი მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და მარწმუნებდნენ, რომ მეტს ვეღარ შევძლებდი," - განუცხადა CNN-ს ხაბეიშვილმა.

გამოცემა წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ორშაბათს გამოჩნდა კონტრაქციაზე, სადაც ათასობით ადამიანი რეგიონებიდან თბილისში ავტობუსით ჩამოიყვანეს.

"მის გამოსვლაში გამოვლინდა ღრმა პარანოია, შეთქმულება და ჰქონდა ავტოკრატიული ზოლი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აკონტროლებს "უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა". ის ამტკიცებდა, რომ სამყაროს მართავს "გლობალური ომის პარტია", რომელიც მისი ვარაუდით იყო პასუხისმგებელი რუსეთის 2008 წლის შეჭრაზე. მან პირობა დადო, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაიწყებს." - წერს CNN-ი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი