პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა. მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები "არა რუსულ მთავრობას!," "არა რუსულ ოცნებას," "Fuck off Russia" და სხვა. ასევე, ევროკავშირის, საქართველოსა და უკრაინის დროშები.

"შეუძლებელი ამ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, უყურო სახლიდან...მინდოდა, რომ ბევრი ქართველი, ბევრი უკრაინელი, ბევრი თავისუფლების მაძიებელი ადამიანი მოსულიყო აქ და ჩვენთან ერთად მხარში დაგდგომოდათ იმ ახალგაზრდებს, ვინც 2 კვირაზე მეტია გამოსული ხართ საქართველოში, თბილისსა და სხვა ქალაქებში...გახსოვდეთ, რომ მართალ გზაზე დგახართ...ევროპისკენაა ჩვენი გზა. კონსტიტუციაში ძალიან კარგად გვიწერია, რომ ქართველმა ხალხმა აირჩა ევროკავშირი და ნატო. აქედან გამომდინარე ამათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ეს [რუსული კანონი] მოგვახვიონ თავს. ჩვენ რადგან ვამბობთ უარს, ეს უნდა იყოს გაწვეული, როგორც ერთი წლის წინ იყო," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თამარა დემურია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი