ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტროლი დაამყარეს რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზის მხარეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონტროლი აიღეს რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზის მხარეს. ეს არის ერთადერთი გადასასვლელი ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის და გადამწყვეტი მნიშვნელობის პუქნტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ალყაში მოქცეულ ანკლავში.  ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ამბობენ, რომ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები რჩებიან.

"ჩვენ გვაქვს ოპერატიული კონტროლი ტერიტორიასა და გადასასვლელზე",- თქვა ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციები ამ ნაწილში გრძელდება. 

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პუნქტზე ისრაელის დროშებია აღმართული, პალესტინის მხარეს. პალესტინელმა ოფოციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ყველა მოძრაობა გადასასვლელზე შეჩერდა მას შემდეგ, რაც ისრაელი ტანკებით შევიდა ობიექტის ტერიტორიაზე.

ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, ღამით ჩატარებული ოპერაციების შედეგად დაიღუპა "ჰამასის" დაახლოებით 20 შეიარაღებული პირი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი