"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ღიმილისმომგველია, როცა ოპოზიციის ძველი, დისკრედიტირებული წვერები საარჩევნო სიაში ახალი სახეების არ ყოფნაზე მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ოპონენტები მწარედ ცდებიან, უშვებენ კიდევ ერთ შეცდომას, პირველი რაც ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის ძველი, დისკრედიტირებული სხაეები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმაში, რომ განახლებული გუდი არ წარმოვადგინეთ, მაშინ როცა მთელმა საზოგადოებამ გუშინ დაინახა, რომ 20-ეული მნიშვნელოვნად მოიცავს ახალ სახეებს და მათში არიან ჩვენი გუნდის გამოცდილი ლიდერები, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია მათემატიკაშიც ცდება და რიცხვებით მანიპულირებს. მისი თქმით, ოცნებამ 20-კაციანი სია წარადგინა, ოპოზიცია კი მხოლოდ სიის 10-ეულზე საუბრობს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საარჩევნო სია "ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის მორჩილების მიხედვით დააკომპლექტა. "წაგების ფორმულა" - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, რომელიც პარტიამ გუშინ, 10 სექტემბერს წარადგინა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ სიის წარდგენით ივანიშვილმა ხალს კიდევ ერთხელ დასცინა.