პოლონეთში, მინისტრების შეხვედრის ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

გამოქვეყნდა:

პოლონეთში, კატოვიცეში, იმ ოთახში, სადაც დღეს მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს. სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს მათი დემონტაჟი.

ქვეყნის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ქალაქში ევროპის ეკონომიკური კონგრესის გახსნის მიზნით იმყოფება.

"სამსახურები აწარმოებენ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს", - აცხადებს სპეცსამსახურების პრესმდივანი, იაცეკ დობჟინსკი.

მას კომენტარი არ გაუკეთებია მოწყობილობები რა წარმომავლობის იყო, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრა გეგმის მიხედვით შედგება. მინისტრებმა ენერგოპოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი