
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანა მზად არაა მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დააწესოს. ამ თემაზე პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამეთუ, როგორც ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა, სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მართავენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამატებითი ღონისძიებები და სიმკაცრე არ უნდა გამოვავლინოთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დადგენილი წესების შესრულებაში დისციპლინის გამოჩენაა... ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით უახლოეს პერიოდში საქართველოში დღეში 10 000-მდე PCR ტესტირება გაკეთდება და ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება უაახლოეს დღეებში 3 000 საწოლი იყოს მზად საავადმყოფოებში, რათა შემთხვევების ზრდის შემთხვევაში პაციენტები მიიღონ.
პრემიერმა მოქალაქეებს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.