"წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" | მილერი

გამოქვეყნდა:

"წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც "ოცნების" ხელმძღვანელობისგან ვისმენთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერმა შეკითხვას უპასუხა, რომელიც "ოცნების" მიერ, მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ დაინიცირებულ ახალ პროექტს შეეხებოდა:

"ქართულმა ოცნებამ" დღეს დააინიცირა კრემლის მიერ ინსპირირებული ახალი პროექტი, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ემსახურება, რაიმე კონკრეტული პროცესი, როგორ შეიყვანენ მონაცემებს ბაზაში, არ დაუსახელებიათ. საიდან მოდის ეს?" - რაზეც მილერმა უპასუხა, "არანაირი შეფასება არ მაქვს ამ კონკრეტულ საკითხზე."

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობისგან ვისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას," - განაცხადა მილერმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი