მშვიდობიანი შეკრებები, დემონსტრანტების პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული | ესტონეთის საგარეო თბილისში თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე თბილისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ემაურება დაწერს, რომ შემაშფოთებელია ცნობები მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებზე, "საზოგადოების მტრების" სიების შექმნაზე, ფიზიკურ თავდასხმებზე.

"ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შესახებ, "საზოგადოების მტრების" სიების შედგენის წინადადება & სერიოზული ფიზიკური თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ შემაშფოთებელია.

გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული, პატივი უნდა სცენ", - წერს მარგუს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისის ღამეს თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ონიანს. გარდა ამისა, გასულ ღამეს DJ გიორგი შენგელიასაც დაესხნენ თავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი