"გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? 425 ევროპარლამენტარს სურს, EU-ის შესახებ ანბანი აუხსნას" | კრამონი

გამოქვეყნდა:

"გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? 425 ევროპარლამენტარს სურს, EU-ის შესახებ ანბანი აუხსნას," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და 8 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 
"კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ - ნული ყურადღება!"

"გაამხელს ბატონი პაპუაშვილი, ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? 425 ევროპარლამენტარს, რომელთაც ხმა მისცეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას, სურს EU-ის შესახებ ანბანი აუხსნას. თუ " ქართული ოცნება" ისევ იტყუება, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც პირობა დადეს, რომ რუსულ კანონს არ დააბრუნებდნენ?

[...]

შეგახსენებთ: ეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაა, რომელიც ევროპარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო ხმების 88.54%-ით. სრული ციფრებით: 425-მა მხარი დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო და 30-მა თავი შეიკავა," - წერს კრამონი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი