ანტირუსულ აქციებზე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 

გამოქვეყნდა:

ანტირუსულ აქციებზე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

დაცვის მხარე 5 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის თქმით კი, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებში ნათლადაა ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციების დროს პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები 8-9 მაისს დააკავეს, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი