"საქართველო ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია... ადამიანების ცემა ხდება სისტემური" | აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

"საქართველო ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია... ადამიანების ცემა ხდება სისტემური," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.

"საქართველო ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, ეს არის ძალიან სახიფათო ამბავი. რადგან, მე ვხედავ მზარდ პოლარიზაციას თვითონ საზოგადოებაში. არ არსებობს პოლიტიკური დიალოგი, მე ვხედავ სულ უფრო მეტ ფიზიკურ დაპირისპირებას დიალოგის მაგივრად. ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავია და ინფორმაცია, რომელიც გუშინ მივიღეთ, ადამიანების ცემაზე და ფიზიკურ ძალადობაზე, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს მიდგომა ხდება სისტემატური.

ეს არ არის ერთეული დანაშაული, ეს არის სისტემური დანაშაული და ის, ვინც დგას ამის უკან, ცდილობს ჩაატაროს რევანშისტული ქმედებები, რაც ძალიან სახიფათოა. ეს ძალიან აღმაშფოთებელი ამბავია. ის ხალხი, ვისაც დაესხნენ თავს, იყვნენ შერჩეული ამ შეტაკებებისა და თავდასხმებისთვის. აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ეს დანაშაული გამოიძიოს. სხვა მხრივ, საქართველოში არ იქნება კანონის უზენაესობა." - განაცხადა აუსტრევიჩუსმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი