"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი მანქანაში იჯდა... სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა" | ნოდარ ჩაჩანიძე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი მანქანაში იჯდა... სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა", - ამის შესახებ "ახალის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე თავდასხმის შემდეგ "ფორმულასთან" საუბრობს. 

"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ერთი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ორი მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული, ისე დამხვდნენ. სამწუხაროდ ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ველოდებით ამათ. ვიცი, რომ ჩელეც, ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ. მეც დამხვდნენ სახლთან. თუმცა სახეზე ხელების აფარებამ გადამარჩინა, ესე მგონია, უკეთ ვიქნები წავიქეცი და რამდენიმე წამში, ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. უბრალოდ ვყვიროდი, რომ გაეგონათ ხმა სხვებს და ვიღაცას ხმა ამოეღო იმიტომ რომ სინათლე იყო და ხალხი იდგა, ვერც შეძლეს დიდხანს ამ ჩხუბის გაგრძელება. მე მგონი, სხვებთან შედარებით, მათთან ბრძოლაში მე გადავრჩი", - ამბობს ჩაჩანიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი