ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფექცია 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
ამასთან, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში დღის განმავლობაში მედიკოსებმა „პისიარ“ ტესტისთვის ნიმუშები 300-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილით ცნობილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 სექტემბერს ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა გადაიდება.
დღესვე განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. ეს გადაწყვეტილება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.