"თუ [რუსულ] კანონს მიიღებენ, EU-ს წევრ სახელმწიფოებს სხვა გზა არ ექნებათ გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია რუსულ კანონს მიიღებს. ევროკავშირის წევრ სახელწმფიოეებს ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნებათ. 

"ნება მომეცით გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა და ევროკავშირის ინსტიტუტებმა არაერთხელ განაცხადეს. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე, რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი არსებული ფორმით შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ. გულწრფელად  ვიმედოვნებ, იმედია გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუ ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიიღებენ ევროკავშირს, ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სხვა გზა არ ექნებათ გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა" - ამბობს ჰერჩინსკი 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს, 12 მაისს საღამოს 22 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს გაათევენ და პროტესტით შეხვდებიან ორშაბათს დაანონსებულ საკომიტეტო მოსმენას. იურიდიული კომიტეტის სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი