
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 300-ს გადააჭარბა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ პარასკევის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 874 ახალი შემთვევა აღირიცხა, რის შემდეგაცდაღუპულთა საერთო რაოდენობამ 130 396-ს მიაღწია.
გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისი 43 718 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 282 164 გახდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მესამე ყველაზე ნეტად დაზარალებული ქვეყანაა შემთხვევების საერთო რაოდენობის მიხედვით და ის მხოლოდ ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით ბრზაილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა და ამერიკას ჩამორჩება.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.