მარტის შემდეგ პირველად კანადაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა

გამოქვეყნდა:

კანადაში მარტის შემდეგ პირველად, გასულ 24 საათში, კორონა ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. 

გარდაცვლილთა მაჩვენებელი 11 სექტემბრის მონაცემებით 9 163 შეადგენს. ინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ 702-ით გაიზარდა და 135 626 მიაღწია. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ზრდა დაიწყო, ქვეყანამ საზღვრები ეტაპობრივად ჩაკეტა და მასობრივი ტესტირება დაიწყო. ამ ეტაპზე სანქციები შემსუბუქებულია, სწავლა კი განახლდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი