ზედიზედ მესამედ ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ზედიზედ მესამე დღეა ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირების ახალი რაოდენობით მსოფლიო რეკორდს ამყარებს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შაბათს ქვეყანაში ინფიცირების 97 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინდოეთში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 4 65 მილიონს შეადგენს, აქედან აქტიური, დაახლოებით, 958 316 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 3,6 მილიონზე მეტია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 77 472 ადამიანი გარდაიცვალა. 

ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობის მიხედვით მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი