კონგრესმენების მიერ კობახიძისთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს კიდევ 4 კონგრესმენი უერთდება - როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონს გმობენ. წერილს უერთდებიან კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერები უილიამ კიტინგი, გრეგორი უ.მიქსი, მაიკლ მაკოლი და თონას კინი.
ისინიც აცხადებენ, რომ საქართველოში "სიტუაცია ნათელია: მთავრობას შეუძლია მოისმინოს ქართველი ხალხის ხმა, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ".