"ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას" | პაუერი

გამოქვეყნდა:

"ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას," - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი X-ზე წერს და თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის პოსტს პასუხობს.

"საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და EU-ის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რაც ძირს უთხრის საქართველოს EU-ის კანდიდატურას," - წერს პაუერი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი