"ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება... არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან" | როთი

გამოქვეყნდა:

"ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება... არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთი X-ზე წერს და თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო უწყვეტ აქციებს ეხმიანება. 

"ხალხო, შეხედეთ ამ ქალაქს! ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება.

ხალხი ქუჩაში გამოდის 24/7 - რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან," - წერს როთი და თბილისში, რუსთაველის გამიზირზე, სტუდენტების მსვლელობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ მიხაილ როთი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი