"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გააგრძელოს EU-ში ინტეგრაციის გზა და გზა, რომელიც ამას შეესაბამება" | პატელი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, EU-ში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც აშშ, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს EU-ში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, EU-ში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას EU-ში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება," - განაცხადა პატელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი