ოლქებზე დანიშნული 73 დამოუკიდებელი წევრიდან 42 "ოცნებას" უკავშირდება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 12 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიკრიბა. შეკრებაზე მათ ამომრჩეველთა ხმების დაცვის მექანიზმები განიხილეს და უკვე არსებულ დარღვევების ფაქტზე ისაუბრეს.

შტაბმა გამოავლინა, რომ ოლქებში დანიშნულ ე.წ. დამოუკიდებელი 73 წევრიდან, 42 პირდაპირ უკავშირდება "ქართულ ოცნებას". ეს იმას ნიშნავს, რომ მათი არჩევა მოხდა კანონის დარღვევთ. ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი საერთაშორისო პარტინიორიებს მიაწვდიან ყველა ამ ინფორმაციას და ეცდებიან ასეთი ქმედებების პრევენცაიას. 

ცესკომ იხელმძღვანელა არა ადამიანების პროფესიონალიზმით, არამედ ქართული ოცნების ბიუროკრატიული კადრების დანიშვნით. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ისაა ამ ყველაფრის შემოქმედი და მას მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ამავე საკითზე "ევროპული საქართველოს" ოფისში მივიდნენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მას აღარ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობა და ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, "ოცნება" შედეგების გაყალბებას შეეცდება, ამის წინააღმდეგ კი ოპოზიცია ხმების დაცვის მექანიზმების შემუშავებას გეგმავს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი