გაერთიანებული ოპოზიცია დღეს, 12 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიკრიბება. შეკრებაზე ისინი ამომრჩეველთა ხმების დაცვის მექანიზმებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ამავე საკითზე "ევროპული საქართველოს" ოფისში მივიდნენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მას აღარ გააჩნია საზოგადოებრივი ნდობა და ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას აჭარბებს. სწორედ ამიტომ, "ოცნება" შედეგების გაყალბებას შეეცდება, ამის წინააღმდეგ კი ოპოზიცია ხმების დაცვის მექანიზმების შემუშავებას გეგმავს.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდნენ, 24 აგვისტოს კი ერთობლივად შემუშავებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.