სამწუხარო დღეა ქართული დემოკრატიისთვის, დროა EU-მ ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს | ლექსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე მაღლა დგას. ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს," - წერს X ზე ლექსმანი.

ცნობისთის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი