სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს

გამოქვეყნდა:

სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს. ისინი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებიდან. 

ისინი აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან და როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან.

ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენლებიც. 

პარლამენტის უკან კი სპეცტექნიკაა განთავსებული. 

"მონებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი