"ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავლით დაინტერესებული არ არის", - წერს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე.
"დღეს, ამ კანონის მიღებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას დიდ ზიანს აყენებს, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ ევროპული მომავლით დაინტერესებული არ არის. ეს ქართველების 80%-სთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მასიური სილის გაწნაა", - წერს რიში.