"ნდობისა და პროგრესის აღსადგენად [რუსული] კანონი უნდა გაუქმდეს" | ნორვეგიის საგარეო

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს.

"უცხოური აგენტების კანონის" მიღება, მიუხედავად ფართო პროტესისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის ურთიერთობას მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს" - წერს ნორვეგიის საგარეო.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი