"პარლამენტის მიერ მიღებული [რუსული] კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან" | რინკევიჩი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული [რუსული] კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან  და ღირებულებებთან", - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი X-ზე წერს.

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან.

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის.

ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას", - წერს ედგარ რინკევიჩი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი