პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები.
"გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები" - წერს პოლონეთის საგარეო.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.