"პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება არის საქართველოს პროდასავლური და ევროატლანტიკური მიმართულების შელახვა," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ განაცხადა.
"ძალიან ცუდი ამბავია დღეს საქართველოში. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით, ქართულმა ელიტებმა გადაწყვიტეს რუსეთის სტილის უცხოელი აგენტების კანონის დაწესება ქართული საზოგადოებისთვის, აშკარად ქართველების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.
საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება არის საქართველოს პროდასავლური და ევროატლანტიკური მიმართულების შელახვა. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, დასავლური სტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე. შეინახეთ გამბედაობა და დარჩით იმედიანები, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს," - განაცხადა ფოტიგამ.