"სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია... მოვუწოდებ მთავრობას, შეცვალოს კურსი და გააუქმოს [რუსული კანონი]" | დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთში, მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ განი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება, განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს შეცვალოს კურსი და გააუქმოს ეს კანონმდებლობა. 

"სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია - და როგორც საქართველოს მეგობრები მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ ყველა მხარეს.საქართველოს პარლამენტმა დღეს,  მხარი ისევ დაუჭირა კანონს "საგარეო გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ჩვენი პარტნიორების მსგავსად, დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის შემოღებას.

ეს კანონპროექტი და მომიტინგეების  ორკესტრირებული დაშინება არ შეესაბამება NATO-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურად რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც მე, საქართველოს ელჩს, დღეს საუბრისას განვუცხადე, ჩვენ პროცესებს ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს კურსი და გააუქმოს ეს კანონმდებლობა" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი